Wednesday, May 3, 2017

რჩევები მშობლებს


მარია მონტესორის მცნებები მშობლებისთვის





ეს მოკლე რჩევები იმედნად მარტივი და იმავდროულად ბრძნულია, ყველას დააფიქრებს. იტალიელი მარია მონტესორი ცნობილი პედაგოგი და ფსიქოლოგი იყო, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე წამყვან პედაგოგთან ერთად ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მეოცე საუკუნეში ბავშვების პედაგოიურ აღზრდაში.

მონტესორის მცნებების სია ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს, ასეთ შემთხვევაში ბავშვებთან ურთიერთობასაც ააწყობენ და მათი შვილები უფრო განვითარებულნი და ჰარმონიული პიროვნებები იქნებიან
.


1.
თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ - ის სწავლობს სხვათა განკითხვას.
2.
თუ ბავშვს ხშირად აქებენ - ის სწავლობს შეფასებას.
3.
თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო - ის სწავლობს ჩხუბს.
4.
თუ ბავშვთან მართალნი არიან - ის სწავლობს სამართლიანობას.
5.
თუ ბავშვს ხშირად დასცინიან - ის მხდალი გაიზრდება.
6.
თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც თავს დაცულად გრძნობს - შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
7.
თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ - ის სწავლობს, რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
8.
თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს - ის სწავლობს, საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
9.
თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი - ის სწავლობს, იყოს მომთმენი.
10.
თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ - ის თავდაჯერებულობას იძენს.
11.
თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას - ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
12.
ბავშვებს ასწავლის ის გარემო, რაც მათ მოიცავს.
13.
პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას.
14.
არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
15.
ეცადეთ, ბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთ, ისე, რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს.
16.
ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ.
17.
მზად იყავით ბავშვის დასახმარებლად, რომელიც რაღაცას ეძებს.
18.
დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც მანამდე ვერ აითვისა. ეს გააკეთეთ ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდით და სიყვარულით.
19.
ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები - მას შესთავაზეთ საუკეთესო, რაც თვით თქვენშია
                                 

ათი მცნება

 1924  წელს  გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის ქალიშვილს- ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა „ჩვენი დროის  ათი მცნება“.  

მწერლის მიერ მომავალი თაობისათვის დატოვებული ეს შეგონება მარად უნდა გვახსოვდეს და ხშირად შევახსენოთ ჩვენს შვილებს.



                                                              

ჩვენი დროის ათი მცნება

1. შენ ხარ მარადიულიგანუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი 
მშობელი საქართველოსი.
 2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერიახოლო მისი მეგობარიშენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერირაც გაქვს და გექნებაშენი სიცოცხლეც კიშენს მამულს 
ეკუთვნისშენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
 5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიეისე იცხოვრევითომ 
ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინიკერპი გული და
 ურჩი სურვილები.
7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებითზარმაცობაცუღლუტობასიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.
 8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარმშობლებს ყველაფერი დაუჯერე.
 იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათჯერჯერობით საკუთარ ჭკუასჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.
9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლემაგრამ ნუ
 გადააჭარბებარ გაამაყდე.

 10. ბოლოს და ბოლოსყოველთვის სჯობს სამი რამპირველი – შრომამეორე – შრომა და მესამე – შრომა.