გაკვეთილის თემა
|
ლადო ასათიანის ,,კრწანისის
ყაყაჩოები“
|
|
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს ტექსტზე დაკვირვების უნარ-ჩვევის გამომუშავებას; პოეტური ტექსტის აღქმას: წინარე ცოდნის გამრავალფეროვნებას.
|
|
მიზნები და შედეგები
|
ქართ. V.
4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
·
ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს
(ლექსს, ნოველას, მოთხრობას) და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;
·
საუბრობს პოეტურ ნაწარმოებში
გამოხატულ განწყობაზე;
·
ასახელებს სხვადასხვა
თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
ქართ. V. 9. მოსწავლეს აქვს წაკითხული
მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
·
ასახელებს ნაწარმოების თემას;
·
ავლებს პარალელს
თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან;
·
მსჯელობს მისთვის საინტერესო
საკითხების შესახებ და გამოხატავს საკუთარ
პოზიციას;
ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის ტექსტების
დამოუკიდებლად შექმნა.
·
წერის დაწყებამდე ირჩევს თემას; განსაზღვრავს მიზანს, აუდიტორიას,
ირჩევს სასურველ ჟანრს;
·
წერისას აქცენტს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე;
·
თანამიმდევრობით გადმოსცემს
ფაქტებსა და მოვლენებს;
|
|
წინარე ცოდნა
|
მათ უკვე იციან პოეტური ტექსტის მახასიათებლები;ლადო ასათიანის ბიოგრაფია, უნდა იცნობდნენ ერეკლე მეფის დროინდელ საქართველოს, გარკვეული ცოდნაა საჭირო „კრწანისის ბრძოლის“ შესახებ, ასევე უნდა იცნობდნენ ამ ბრძოლაში თავდადებულ „სამას არაგველს“.
|
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
მსჯელობა, წერითი
სამუშაო
მოსწავლეებიშეფასდებიან გაკვეთილის დასაწყისში დასახული მიზნებიდან გამომდინარე:
1. დაკვირვება: მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მსჯელობას და აფასებს ამ მხრივ გამორჩეულ მოსწავლეებს განმსაზღვრელი
შეფასებით,ხოლო დანარჩენებს განმავითარებელი შეფასებით.
2. ურთიერთშეფასება: მოსწავლეები კომენტარებით აფასებენ იმ მოსწავლეთა ნამუშევრებს, რომლებმაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა,ხოლო მასწავლებელი განმსაზღვრელი შეფასებით.
|
|
სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო,რვეული, საწერი კალამი, ვიდეო-აუდიო მასალა, ,კომპიუტერი, პროექტორი.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა I დრო
-10წთ
მასწავლებელი სლაიდზე აჩვენებს ყაყაჩოს და სთხოვს
მოსწავლეებს მოიფიქრონ მისი ეპითეტები მასწავლებელი ისმენს პასუხებს და სვამს შეკითხვას: რას ან ვის გაგონებთ ყაყაჩოები? რატომ?
მასწავლებელი პასუხების მოსმენის შემდეგ აკეთებს კომენტარს, რომ ყაყაჩო მას მუდამ ახსენებს პოეტ ლადო ასათიანს. თან აჩვენებს ლ. ასათიანის პორტრეტს
სლაიდზე. განუმარტავს,რატომ ასოცირდება ყაყაჩო ამ პოეტთან და ორიოდე სიტყვით ესაუბრება მისი ხანმოკლე სიცოცხლის შესახებ. ბოლოს კი აღნიშნავს, რომ ლექსი „კრწანისის ყაყაჩოები“ ეკუთვნის ლადო ასათიანს.
მასწავლებელი კლასს მოასმენინებს მსახიობ გურამ საღარაძის მიერ წაკითხულ ლექსს და პარალელურად ეკრანზე ნაჩვენები იქნება სლაიდშოუ.
ლექსის მოსმენის შემდეგ მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მიერ გამოთქმულ ემოციებს და აკვირდება მათი ესთეტიკური შეფასების უნარს.
აქტივობა II-5 წუთი
მონაწილეობს მთელი კლასი:
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს, რომელთა საშუალებით ისინი ისაუბრებენ ტექსტის თემასა და ავტორის ემოციებზე.
კითხვები:
1.
რა თემაზეა შექმნილი ლექსი?
2.
რომელი ისტორიული პირები არიან მოხსენიებულნი ტექსტში?
3.
გსმენიათ თუ არა რაიმე კრწანისის ბრძოლისა და ხსენებული გმირების შესახებ?
4.
ამ თემაზე შექმნილ კიდევ რომელ ნაწარმოებს იცნობთ?
5.
ჩანს თუ არა ამ ლექსში ავტორის დამოკიდებულება ხსენებული ისტორიული გმირებისადმი?
კითხვა-პასუხის დროს მასწავლებელი აკვირდება და ინიშნავს ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს.
აქტივობა III-7 წუთი
ინდივიდუალური მუშაობა
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, დაკვირვებით წაიკითხონ ტექსტი, ამოიწერონ ის ადგილები, რომლებიც ყველაზე მეტად მოეწონათ და განმარტონ, რით იქცევს მათ ყურადღებას ეს ადგილი ( აქტივობა: ორმხრივი ჩანაწერების დღიური). მოსწავლეები ინდივიდუალურად მოახდენენ შესრულებული დავალების პრეზენტაციას. აქვე მოხდება მათთვის უცხო ან უჩვეულო სიტყვების და ფრაზების განმარტება.
ინდივიდუალური მუშაობა:
ლექსის ენობრივი თავისებურებების ამოცნობის მიზნით, მასწავლებელი კიდევ ერთხელ ასმენინებს კლასს მსახიობის მიერ წაკითხულ ლექსს. სთხოვს, ყურადღება მიაქციონ გამეორებებს, მიმართვის ფორმებს.
აქტივობა V-15 წუთი
ინდივიდუალური მუშაობა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაგროვილი ემოციები გადაიტანონ ფურცელზე და შექმნან მცირე ესე თემაზე: ,,ყაყაჩოების
ცეცხლი“
მსურველი მოსწავლეები მოახდენენ პრეზენტაციას. ამის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს, თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე მეგობრის ესემ. საბოლოოდ მასწავლებელი შეაფასებს მათ ნამუშევრებს და, საჭიროების შემთხვევაში, მისცემს მათ რეკომენდაციებს.
|
|
დიფერენცირებული
სწავლება
|
ინდივიდუალური საჭიროებების
მქონე მოსწავლე 5
მოსწავლეები აქტიურობენ
აქტივობა I
და აქტივობაII
|
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
გაკვეთილის გეგმები
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment